ახალი ამბები

ლალი ჩაგელიშვილი: როგორ დავწეროთ ბიზნეს გეგმა

26 ივნისი 2021

დღეს, 26 ივნისს, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით, ბიზნესით დაინტერესებული უფროსკლასელებისათვის კიდევ ერთი საინტერესო ტრენინგი ჩატარდა.

ტრენინგის თემა იყო ,,როგორ დავწეროთ ბიზნეს გეგმა".

ტრენინგს უძღვებოდა ლალი ჩაგელიშვილი - ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, სამეცნიერო კონსალტინგური ცენტრის - ,,მომავლის მენეჯერი" - თავმჯდომარე.

პროექტი მოსწავლეთა პროფესიული ორიენტაციის გაღრმავებას ემსახურება.