კურსდამთავრებულები და მეგობრები

 მერაბ გაბუნია

მერაბ გაბუნია

შპს "პარკ ჰოტელი'' - დირექტორი


დავამთავრე თბილისის ეკონომიკიურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი, სადაც გავიარე ოთხ წლიანი პროფესიული კურსი, რამაც მომცა უდიდესი ცოდნა და სურვილი გამეგრძელებინა სწავლა, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში.

სამაგისტრო პროგრამის სწავლებისას, გავიარე ფინანსებისა და საბანკო საქმის კურსი, მივიღე მაგისტრის ხარისხი. აქ მიღებული განათლება და გამოცდილება წარმატებულად გამოვიყენე კარიერულ ცხოვრებაში. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ გურამ თავართქილაძეს და პროფესორ მასწავლებლებს რომ მომეცა საშუალება მესწავლა ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში და მინდა ვუსურვო ამჟამინდელ და მომავალ სტუდენტებს შეინარჩუნონ უნივერსიტეტის ტრადიციები და მიაღწიონ დასახულ მიზანს, წარმატებას!

ახალი ამბები

კურსდამთავრებულებს დიპლომები გადაეცათ

27 დეკემბერი 2013

მიმდინარე წლის მიწურულს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტმა 2013 სასწავლო წლის კურსდ

ამთავრებულებს უმასპინძლა და ერთი ლამაზი და დაუვიწყარი დღე აჩუქა.

გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი მათიაშვილმა ბიზნესის ადმინისტრირების, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის კურსდამთავრებულებს წარმატებები უსურვა, ცხოვრების გზა დაულოცა და დიპლომები გადასცა.


საზეიმო ცერემონიალში მონაწილეობას იღებდნენ უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და მოწვეული სტუმრები.


კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის ცერემონიალი ფოიერვერკით დასრულდა.