ახალი ამბები

ყურადღება: პირველი ონლაინ საერთაშორისო კონკურსი ჩინურ ენაში

23 დეკემბერი 2020
„ჩინური ენის ფესტივალი 2020/2021“
პირველი ონლაინ საერთაშორისო კონკურსი ჩინურ ენაში!
კონკურსის მიზანია შესაძლებლობა მისცეს მონაწილეებს უკეთ გაეცნონ ჩინურ კულტურას და ჩინური ენის გამოყენებით წარმოადგინონ თავიანთი ტალანტი.
ორგანიზატორები არიან ჩინეთის საერთაშორისო განათლების ჯგუფი, ჰონგკონგის განათლების უნივერსიტეტი, English Schools Foundation (ESF).
მსოფლიოს მასშტაბით მონაწილეებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ და წარადგინონ საკონკურსი მასალის PDF, JPG ვერსიები ან მოკლე ვიდეოები. მასალის შერჩევა შესაძლებელია დამოუკიდებლად ან საკონკურსო ბაზიდან.
თითოეულ კატეგორიაში გამოვლინდება ბევრი გამარჯვებული, მათთვის დაწესებულია სხვადასხვა პრიზები და ტიტულები.
გარდა ამისა, ქართველ პრიზიორებს ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტიც გადასცემს სპეციალურ პრიზს - სასწავლო ვაუჩერს.
საკონკურსო ენა: სტანდარტული ჩინური
რეგისტრაციის ვადა: 2020 წლის 30 ნოემბრიდან 2021 წლის 31 მარტამდე.
შედეგები გამოვლინდება 2021 წლის აპრილში.
მონაწილეობა შეუძლიათ როგორც არაჩინური წარმოშობის, ისე ჩინური წარმოშობის კონკურსანტებს შესაბამის კატეგორიებში.
კონკურსში მონაწილეობის ეტაპები:
1. უფასო რეგისტრაცია;
2. მასალის მომზადება (მოკლე ვიდეო, PDF და სხვა);
3. საკონკურსო მასალის ატვირთვა სარეგისტრაციო ბმულზე;
4. გამარჯვებულთა გამოვლენა და შემდგომი ღონისძიებები.
მონაწილეთა ასაკობრივი კატეგორიები:
1. 幼儿组 (ასაკი 4-5 წელი)
2. 低小组 (ასაკი 6-7 წელი)
3. 中小组 (ასაკი 8-9 წელი)
4. 高小组 (ასაკი 10-11 წელი)
5. 初中组 (ასაკი 12-15 წელი)
6. 高中组(ასაკი 16-18 წელი)
7. 大学组 (ასაკი 19-24 წელი)
მონაწილეებს საშუალება აქვთ ამოირჩიონ შესაბამისი ჯგუფის მაქსიმუმ 3 საკონკურსო კატეგორია.
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://ts-application.itokchinese.com/?lang=en
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://talentshow.itokchinese.com/
თბილისი, ბალანჩივაძეების 43; ბარნოვის 51ა.
☎️ (+995) 551 686 688; (+995) 596 686 688