ახალი ამბები

კრიმინალისტიკური ტექნიკის სწავლების საწყისების ტრენინგის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ

20 ოქტომბერი 2022

დღეს, 20 ოქტომბერს, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი კერძო სკოლა IB მთიების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს მასპინძლობდა.

მოსწავლეებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა, სასწავლო ლაბორატორიები: იმიტირებული სასამართლო დარბაზი, ტურისტული სააგენტო, სასწავლო ბანკი, კონსალტინგური ცენტრი, რადიო და ტელე ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, ხოლო პრაქტიკული საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად - კრიმინალისტიკის ლაბორატორიას ეწვივნენ.

კრიმინალისტიკის ლაბორატორიაში მათ მეგზურობას ლაბორატორიის ხელმძღვანელი დავით ჩაგუნავა უწევდა.

შემთხვევის ადგილის დათვალიერება, თითის ანაბეჭდის აღება და კონკრეტული პირის იდენტიფიკაცია, თაბაშირით ტვიფარის ანაბეჭდის ჩამოსხმა. ეს იმ წინასწარი საგამოძიებო მოქმედებების ჩამონათვალია, რომელთა გაკეთებაც საკუთარი ხელით მოუწიათ სამართლის სპეციალობით დაინტერესებულ მოსწავლეებს და კრიმინალისტიკის სამყაროშიც მცირე ექსკურსი გამოუვიდათ.

კონკრეტული პრაქტიკული კრიმინალისტიკური მოქმედებების ჩატარების შემდეგ, სამართლის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გივი ლობჟანიძემ კრიმინალისტიკური ტექნიკის სწავლების საწყისების ტრენინგის მონაწილე მოსწავლეებს სერტიფიკატები გადასცა.

იხილეთ ფოტოგალერეა...