ახალი ამბები

კონკურსი: ჩემი ბორჯომი 2014 იწყება

1 აპრილი 2014
გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის სტუდენტები კომპანია "IDS ბორჯომი საქართველოს" მიერ დაარსებულ ყოველწლიურ კონკურს "ჩემი ბორჯომი 2014" მიიღებენ მონაწილეობას.

ეს განცხადება დღეს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი მათიაშვილმა სასტუმრო "Holiday Inn" გამართულ საუნივერსიტეტთაშორისო კონკურსის დაწყების დაანონსებისას გააკეთა.

კონკურსი "ჩემი ბორჯომი 2014" წელს უკვე მეოთხედ ტარდება და იგი მომავალ თაობაზე ზრუნვას, ახალი კადრების აღზრდას, მათ წახალისებასა და თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას ისახავს მიზნად.

გასულ წელს კონკურსში სწორედ გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტურმა გუნდმა გამოიჩინა თავი და პირველ საპრიზო ადგილზეც გავიდა.

მიმდინარე წელს კონკურსში თორმეტი უმაღლეს სასწავლებლის გუნდი მიიღებს მონაწილეობას.

კონკურსის საპრიზო ფონდი ხუთი ათასი ამერიკული დოლარია.