ახალი ამბები

სამეცნიერო კონფერენცია: სამართლის ტრანსფორმაცია თანამედროვე ციფრულ ეპოქაში

26 თებერვალი 2022

მიმდინარე წლის 25 თებერვალს, უკრაინის ნაციონალური საავიაციო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით, ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია სახელწოდებით „სამართლის ტრანსფორმაცია თანამედროვე ციფრულ ეპოქაში“.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გივი ლობჟანიძე და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დოქტორანტი დარეჯან ახალბედაშვილი. მათი მოხსენების თემა იყო ,,ზურაბ ავალიშვილი სამართლებრივი სახელმწიფოსა და უფლებამოსილების შესახებ გერმანიის მაგალითზე“.

გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი ზემოხსენებული ყოველწლიური კონფერენციის თანადამფუძნებელია და ამ ორ უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში მომავალშიც ბევრი საინტერესო აქტივობის განხორციელება იგეგმება.