ახალი ამბები

კიდევ ერთი წარმატება და სასიხარულო ამბავი

2 დეკემბერი 2019

ამ რამდენიმე დღის წინ სტუდენტური კონკურსის „კულტურისა და ხელოვნების საკითხების გაშუქება მედიაში“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

მეორე საპრიზო ადგილი გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტმა თამარ ტოჩილაშვილმა დაიკავა.

მისი საკონკურსო ნამუშევრის სახელწოდება იყო „ორი ახვლედიანი“.

კონკურსი „კულტურისა და ხელოვნების საკითხების გაშუქება მედიაში“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს „კულტურის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით ჩატარდა.

კონკურსის მიზანი იყო დარგის განვითარების ხელშეწყობა, კულტურისა და ხელოვნების მიმართულებით პროფესიულ საქმიანობაში მომავალი ჟურნალისტების წახალისება და აუდიო-ვიზუალური მედიის კვალიფიციური კადრებით მომარაგება.

კონკურსში გამარჯვებულებს ფულადი ჯილდო და დიპლომები გადაეცათ.