ახალი ამბები

კიდევ ერთი სასწავლო შეხვედრა პროფესიონალთან

5 დეკემბერი 2015

2015 წლის 5 დეკემბერს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტები, კლუბი „რეპორტიორის ინიციატივიათ, ჟურნალისტ მაია ასათიანს შეხვდნენ.

შეხვედრის დასაწყისში სტუმარმა სტუდენტებს საკუთარი თავის შესახებ უამბო, როგორ მოხვდა ტელევიზიაში, სად და როგორ შედგა მისი დებიუტი, ისაუბრა გადაცემის ფორმატის, ახალი სახეების, გადაცემის მომზადებისა და რეიტინგის, ჟურნალისტური ეთიკის, მაყურებლის დაკვეთისა და ზოგადად იმიჯის შექმნის თაობაზე.

მაია ასათიანმა გადაცემა „პროფილის“ შესახებაც თქვა რამდენიმე სიტყვა. ხაზი გაუსვა გარკვეულ რისკებს ჟურნალისტის პროფესიაში და მეტი სიფრთხილისა და დაკვირვებულობისაკენ მოუწოდა სტუდენტებს. გაიხსენა რამდენიმე ისტორია და ამ ისტორიების თანმხლები პერიპეტიები.

ჟურნალისტმა მომავალ კოლეგებს გარკვეული რჩევებიც მისცა და წარმატებული ჟურნალისტის ფორმულაც გაუმხილა.

შეხვედრის დასასრულს მაია ასათიანმა შთაბეჭდილებების წიგნში ჩანაწერი გააკეთა და სტუდენტებთან სამასხოვრო ფოტოებიც გადაიღო.