ახალი ამბები

კიდევ ერთ საერთაშორისო ფორუმზე

27 ივნისი 2023

ამ დღეებში საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის GIU(ყოფილი გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი) კვლევების ხელშეწყობის ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ზოია ადამიამ მონაწილეობა მიიღო ტ. შევჩენკოს სახელობის კიევის ეროვნული უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ სერგეი ბურაგოს სახელობის XXII სამეცნიერო კონფერენციაში ენა და კულტურა“.

აღნიშნულ კონფერენციაზე პროფესორი ზოია ადამია არჩეულ იქნა პრეზიდიუმის წევრად და მონაწილეობდა „მედია განათლების ტექნოლოგიების“ სექციის მუშაობაში.

მისი საკონფერენციო თემა იყო ,,ქართულ-უკრაინული ინსტიტუტის კონცეპტუალური როლი თბილისში".

კონფერენციის ფარგლებში მოეწყო მრგვალი მაგიდა სახელწოდებით მედია საგანმანათლებლო ტექნოლოგიები საგანმანათლებლო პროცესში.

მრგვალი მაგიდის ფორმატში პროფესორ ზოია ადამიას მოხსენების თემა იყო: ვებინარომარათონი, როგორც უცხო ენების სწავლების მეთოდების შესახებ ცოდნის გავრცელების ფორმა”.