ახალი ამბები

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და სასარგებლო ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

19 ივნისი 2023

დღეს, 2023 წლის 19 ივნისს, შპს ,,საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტსა“(გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი) და კომპანია „ეისითის“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნულ მემორანდუმს ხელი მოაწერეს უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი მათიაშვილმა და კანცლერმა, ასოცირებულმა პროფესორმა ელისო ელისაშვილმა, ხოლო კომპანიის მხრიდან - მისმა დირექტორმა, ქალბატონმა ნატალია კვიწინაშვილმა.

აღნიშნული მემორანდუმი ითვალისწინებს უნივერსიტეტის სტუდენტების, აკადემიური/მოწვეული პერსონალისა და მკვლევარების ჩართვას ეროვნულ თუ საერთაშორისო პროექტებში, ერთობლივი პუბლიკაციების მომზადებას, ფსიქოლოგიის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტთა პრაქტიკის გავლას და კიდევ სხვა, მრავალი ურთიერთსასარგებლო პროექტის განხორციელებას.