ახალი ამბები

კიდევ ერთი წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე

28 დეკემბერი 2018

გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსი, უცხო ენათა ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ინგა დიაკონიძე დიდი ბრიტანეთის ენის აკადემიის Imperial English UK საერთაშორისო აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს.

პროფესორ ინგა დიაკონიძეს, როგორც ინგლისური ენის ექსპერტს, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს Imperial English UK ენის აკადემიის მიერ დასახული მიზნის - ELT სექტორის შემდეგი განვითარების საქმეში როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე.

ვულოცავთ ქალბატონ ინგას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს❗