ახალი ამბები

ხერსონი, საზაფხულო სკოლა 2015

7 სექტემბერი 2015

გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისაგან დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი TEMPUS-ის პროგრამის საზაფხულო სკოლის ფარგლებში უკრაინაში, ქალაქ ხერსონში იმყოფებოდა.

სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, პროფესორი მაია უკლება, ინფორმატიკის კათედრის გამგე, პროფესორი თალიკო ჟვანია, პროფესორი ნიკა კვარაცხელია და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის ტურიზმის სპეციალობის ოთხი სტუდენტი.

გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი 2014 წლიდან მონაწილეობს ევროკომისიის ფარგლებში დაფინანსებულ TEMPUS-ის გამარჯვებულ პროექტში „Network of competence centres for the development of cruise tourism in the Black sea region (Georgien und Ukraine) –TEMPUS-JPHES“.

პროექტი მიზნად ისახავს შავი ზღვის რეგიონში (საქართველო და უკრაინა) საკრუიზო ტურიზმის განვითარებისათვის კომპეტენციის ცენტრების ქსელის შექმნას.

იხილეთ ვრცელი სიუჟეტი: