ახალი ამბები

კარიერული სკოლის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ

25 მაისი 2022

დღეს, 2022 წლის 25 მაისს, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში პროექტ ,,კარიერული სკოლის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

პროექტის ფარგლებში, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს მიეცათ უნიკალური შესაძლებლობა, უფრო მეტი გაეგოთ სასურველი პროფესიის შესახებ, მიეღოთ მონაწილეობა პროფესიულ აქტივობებში და დარწმუნებულიყვნენ მომავალი პროფესიის არჩევის სისწორეში.

პროექტი ხუთი სხვადასხვა მიმართულებით განხორციელდა.

  • ჟურნალისტიკა,
  • ფსიქოლოგია,
  • ბიზნესი,
  • ტურიზმი,
  • სამართალი.

შეხვედრები ჩატარდა როგორც ONLINE, ასევე უნივერსიტეტის აუდიტორიებსა და სასწავლო ლაბორატორიებში.

სხვადასხავა ტურისტულ მარშრუტზე დაგეგმილი ტურები, ბიზნეს პროექტები, საგამოძიებო მოქმედებები, იმიტირებული სასამართლო პროცესი, კვალიფიციური ფსიქოლოგების ლექციები და მათი დახმარებით ცნობიერის, არაცნობიერის, ქცევისა და პიროვნების კატეგორიების უკეთ გაგება და აღქმა.

ეს იმ აქტივობების მცირე ჩამონათვალია, რომელთა უშუალო მონაწილენიც თავად სკოლის მოსწავლეები აღმოჩნდნენ და მათ არაერთი საინტერესო, შემოქმედებითად დახუნძლული და გამოწვევებით სავსე დღეები გაატარეს უნივერსიტეტის კედლებში.