ახალი ამბები

კარიერული სკოლის გამარჯვებული გუნდის საფეხმავლო ტური ძველ თბილისში

24 დეკემბერი 2021

გუშინ, 23 დეკემბერს, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში უფროსკლასელებისათვის მომზადებული პროექტი „კარიერული სკოლა" საზეიმოდ დაიხურა.

ერთი თვის მანძილზე დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ, თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობის ფორმატში, მიეღოთ სრული ინფორმაცია მომავალი პროფესიების თაობაზე და საკუთარი სამომავლო არჩევანიც სწორად გაეკეთებინათ.

თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები ხუთი მიმართულებით მიმდინარეობდა: ბიზნესი, ტურიზმი, ჟურნალისტიკა, სამართალი და ფსიქოლოგია.

დღეს კი ტურიზმის მიმართულების გამარჯვებული გუნდის წევრებმა, უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერით, ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელ, პროფესორ სოფიკო თევდორაძესთან ერთად, ძველი თბილისის უბანში საფეხმავლო ტური მოაწყვეს და სწორედ ის ადგილები და ღირსშესანიშნაობანი მოინახულეს, რომელიც თავადვე დაგეგმეს საკონკურსო ტურის მომზადებისას: ჯვარის მამის ეკლესია, სინაგოგა, ქვედა ბეთლემი, ზედა ბეთლემი, ათეშგა, ჯუმა მეჩეთი და შთაბეჭდილებებით დატვირთულნი ახალი თავგადასავლებისთვის ემზადებიან.


იხილეთ ფოტოგალერეა...