დღეს, 2022 წლის 2 აპრილს, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში პროექტი ,,კარიერული სკოლა“ დაიწყო.
დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, უფრო მეტი გაიგონ სასურველი პროფესიის შესახებ, მიიღონ კვალიფიციური რჩევა-დარიგება პროფესიონალებისგან, ჩაერთონ პროფესიულ აქტივობებში და დარწმუნდნენ მომავალი პროფესიის არჩევის სისწორეში.
პროექტი ხორციელდება შემდეგი მიმართულებებით:
- ჟურნალისტიკა,
 - ფსიქოლოგია,
 - ბიზნესი,
 - ტურიზმი,
 - სამართალი.
 
შეხვედრები ჩატარდება როგორც ONLINE, ასევე უნივერსიტეტის აუდიტორიებსა და სასწავლო ლაბორატორიებში.
პროექტის მონაწილეებს, ერთი თვის განმავლობაში, საინტერესო, შემოქმედებითად დახუნძლული და გამოწვევებით სავსე თავგადასავლები ელოდებათ.





