ახალი ამბები

არაფორმალური განათლების ფორუმი კაბადოკიაში

27 ივნისი 2019

გასულ კვირას კაბადოკია არაფორმალური განათლების ფორუმის მონაწილეებს მასპინძლობდა.

ფორუმის მთავარი მიზანი იყო არაფორმალური განათლების კუთხით ახალი სტუდენტური ინიციატივების განხილვა და გამოცდილების ურთიერთგაზიარება.

ფორუმის მუშაობაში მონაწილეობას იღებდა გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი..

უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებს მიეცათ შესაძლებლობა, ესაუბრათ უმაღლეს სასწავლებლებში არაფორმალური განათლების მხარდაჭერის, წახალისების გზებსა და ამ მიმართულებით ევროპული სტანდარტების დამკვიდრების თაობაზე.

ფორუმის ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი.