კურსდამთავრებულები და მეგობრები

ელენე მარგალიტაშვილი

ელენე მარგალიტაშვილი

მთავარი არხის დილის გადაცემა  ,,შენი დილა”  - ჟურნალისტი


გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი საუკეთესო არჩევანია, რაც ცხოვრებაში გამიკეთებია!

ეს არის ადგილი, სადაც გამჩნევენ; ადგილი, სადაც უკეთესი ადამიანი ხდები; ადგილი, რომელიც თავიდან თითქოს შორი, შემდეგ კი ყველაზე ახლობელია.

სადაც არ უნდა ვისწავლო, რომელი უნივერსიტეტის სახელიც არ უნდა შეემატოს ჩემს ბიოგრაფიას, ყოველთვის, როდესაც კითხვას დამისვამენ, ყველაზე დიდი სიამაყით, სითბოთი და სიყვარულით ვუპასუხებ, რომ მე გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის  სასწავლო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ვსწავლობდი! 

 


ახალი ამბები

ჟურნალისტიკის სახელმძღვანელოს პრეზენტაცია უნივერსიტეტში

2 დეკემბერი 2013

2013 წლის 29 ნოემბერს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში ქართულ-ფრანგული პროექტის ფარგლებში გამოცემული წიგნის - „ჟურნალისტიკა“ პრეზენტაცია გაიმართა.
სახელმძღვანელოს შექმნისა და გამოცემის იდეა თანამედროვე სასწავლო მასალის ქართულ ენაზე არსებობით იყო ნაკარნახევი.
სახელმძღვანელო შექმნილია ცხრა უმაღლესი სასწავლებლის ცამეტი პროფესორის, მათ შორის ერთი ფრანგი პროფესორის, ავტორობით, შედგება თერთმეტი თავისაგან და სამას გვერდზე მეტს ითვლის.
"პროექტი მოიცავს ჟურნალიზმის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც კი წამოჭრილა დაფუძნებიდან მოყოლებული მისი განვითარების ყველა საფეხურზე", - აღნიშნავს ფრანგი პროფესორი ტერი კომი წიგნისთვის დართულ რეცენზიაში.
პრეზენტაცია სიტყვით გახსნა გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი მათიაშვილმა.
სახელმძღვანელოს შექმნის იდეისა და გაწეული სამუშაოების შესახებ ისაუბრა გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის კათედრის გამგემ, პროფესორმა მარინე ვეკუამ.

აზრი გამოთქვეს ფილოლოგიის დოქტორმა, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანმა ნესტან ციციშვილმა; საზოგადოების კვლევის ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა მარინე მუსხელიშვილმა და ფილოსოფიის დოქტორმა
ქეროლ ნევისმა, სმითსონის ინსტიტუტი, ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი, აშშ.

სახელმძღვანელოში საუბარია ჟურნალისტიკისათვის ისეთ მნიშვნელოვან თემებზე როგორიცაა მედია და ჟურნალისტიკა, მედია და საზოგადოება; სიტყვის თავისუფლების ასპექტები; ჟურნალისტიკა, როგორც სისტემა; საზოგადოებასთან ურთიერთობა და მედია; მედიასაშუალებები და გლობალიზაცია; მედიასაშუალებების ეკონომიკური მოდელები; ჟურნალისტიკა, როგორც პროფესია და სხვა.