ახალი ამბები

ჟურნალისტებმა სამეცნიერო კონფერენცია დაასრულეს

28 მაისი 2012

2012 წლის 22, 24 და 25 მაისს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებმა ყოველწლიურ სამეცნიერო კონფერენციაზე თემები წარმოადგინეს.

სამეცნიერო კონფერენციამ ორი მიმართულებით იმუშავა: ჟურნალისტიკის სექცია და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სექცია.

სტუდენტებმა საკონფერენციო ნაშრომები ჟურნლაისტიკის, ფილოსოფიის, ფსიქოლოგიის, ქართული ენისა და ლიტერატურის, ისტორიის, პოლიტოლოგიისა და კულტუროლოგიის მიმართულებებით წარმოადგინეს.

იყო საინტერესო და არაორდინალური მოხსენებები, პრეზენტაციები, პარალელები დღევანდელობასა და წარსულთან მიმართებაში, ახალი მოდგომები და ახალი ხედვები, ახალგაზრდების თვალით აღქმული რეალობა, სამომავლო სურვილები და პერსპექტივები.

შესაბამისად ადგილებიც ასე გადანაწილდა:

ჟურნალისტიკის სექცია:

პირველი ადგილი: გვანცა დემეტრაშვილი;

მეორე ადგილი: ნინო სამუშია, ნინო მაჭავარიანი;

მესამე ადგილი: ანა ბარბაქაძე, ქრისტინე ელიავა.

გრან–პრი:სალომე გორგოშიძე, სალომე დევიძე, ნინო ჯულაყიძე.

საუკეთესო პრეზენტაცია:ელენე მარგალიტაშვილი.


ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სექცია:

პირველი ადგილი: შმაგი მამისაშვილი;

მეორე ადგილი: მარიამ ბაქრაძე, ნინო ხუსკივაძე, სალომე გორგილაძე, ნინო ოთარაშვილი;

მესამე ადგილი: ნინო ანდიაშვილი, მზისა დევიძე, ანა აფციაური.

გრან–პრი: სალომე გორგოშიძე, ნინო კამლაძე.