კურსდამთავრებულები და მეგობრები

ელენე მარგალიტაშვილი
მთავარი არხის დილის გადაცემა ,,შენი დილა” - ჟურნალისტი
გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი საუკეთესო არჩევანია, რაც ცხოვრებაში გამიკეთებია!
ეს არის ადგილი, სადაც გამჩნევენ; ადგილი, სადაც უკეთესი ადამიანი ხდები; ადგილი, რომელიც თავიდან თითქოს შორი, შემდეგ კი ყველაზე ახლობელია.
სადაც არ უნდა ვისწავლო, რომელი უნივერსიტეტის სახელიც არ უნდა შეემატოს ჩემს ბიოგრაფიას, ყოველთვის, როდესაც კითხვას დამისვამენ, ყველაზე დიდი სიამაყით, სითბოთი და სიყვარულით ვუპასუხებ, რომ მე გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ვსწავლობდი!
ახალი ამბები
ჟურნალი „ცხოვრება და კანონი“ - 2011 წლის პირველი ნომერი გამოვიდა
გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის პატრონაჟით ყოველკვარტალური საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალის „ცხოვრება და კანონი“ 2011 წლის პირველი ნომერი გამოვიდა. რომლის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ამავე უნივერსიტეტის პროფესორი, საჯარო სამართლის მიმართულების ხელმძღვანელი გივი ლობჟანიძე გახლავთ.
ჟურნალის მიზნებია: ხელი შეუწყოს მოსახლეობის სხვადასხვა ფენის სამართლებრივი კულტურის ამაღლებას და გააცნოს ქართველ საზოგადოებას ქვეყანაში და უცხოეთში მიმდინარე პოლიტიკური და სამართლებრივი პროცესები. ჟურნალი დაეხმარება ახალგაზრდა იურისტებს, მაგისტრანტებს და დოქტორანტებს სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში მათ მიერ შესრულებული ნაშრომების გამოქვეყნების გზით, აწარმოოს ადამიანის უფლებათა სფეროში ევროპული და შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო სისტემების პრაქტიკული გადაწყვეტილებების განხილვა-ანალიზი. ამასთან ერთად, მიაწოდოს იურიდიულ-პრაქტიკული შინაარსის კონსულტაციები და რჩევები დაინტერესებულ პირებს. აგრეთვე გააცნოს მკითხველს პოლიტიკისა და სამართლის სფეროში გამოჩენილ მეცნიერთა ნააზრევი.
ჟურნალი მიმოიხილავს საერთაშორისო და სისხლის სამართალს, კრიმინოლოგიასა და კრიმინალისტიკას, სახელმწიფოსა და სამართლის თეორიასა და ისტორიას, სამოქალაქო სამართალსა და პროცესს.
2011 წლის პირველ ნომერში მკითხველი იხილავს გივი ლობჟანიძის სტატიას „საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულობის ევოლუცია“, უჩა ბლუაშვილისა და ავთანდილ ტუკვაძის „1944 წელს სამხრეთ საქართველოდან მაჰმადიანი მოსახლეობის დეპორტაციის ზოგიერთი მოსაზრება საერთაშორისო სამართლებრივ ჭრილში“, ნინო კასრაძის „ოჯახური ძალადობის საერთაშორისო სოციალურ-სამართლებრივ ასპექტებს“, მელანო მამაცაშვილის „ზოგიერთი მოსაზრება აღკვეთის ღონისძიების სახეების მიმართ“, გურამ კუტალაძისა და ლევან სუარაშვილის „ფედერალიზმი, როგორც საქართველოს სახემწიფოებრივი მომავალი“; ვანო ზარდიაშვილისა და გივი ლობჟანიძის „აღმასრულებელი ხელისუფლების ადგილი მმართველობის სისტემაში“, ვახტანგ სონღულაშვილის „დარბაზი, როგორც საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანო XVIII საუკუნის აღმოსავლეთ საქართველოში“, დავით ხობელიას „ნაფიც მსაჯულთა სასამართლო და მისი წარმოშობის ისტორიას“ და სხვა საინტერესო მასალებს. მათ შორის, ინტერვიუს სამართლის მეცნიერებათა დოქტორთან პროფესორ შენგელი ფიცხელაურთან.