კურსდამთავრებულები და მეგობრები

მარიამ კუტალია

მარიამ კუტალია

საქართველოს სასჯელაღსრულების და  პრობაციის სამინისტრო

გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი - ადგილი, სადაც გავიზარდე პროფესიული თვალსაზრისით და ჩამოვყალიბდი დამოუკიდებელ პიროვნებად. უნივერსიტეტი, სადაც პირველივე დღიდან თავს ისე ვგრძნობდი, როგორც ოჯახში. აკადემიური პერსონალის, რექტორატისა და თითოეული თანამშრომლის თბილი დამოკიდებულება სტუდენტების მიმართ, კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა, მაღალი დონის განათლების მიღების საშუალება, პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლება, საერთაშორისო პროგრამების ფარგლებში ჩატარებული ლექცია-სემინარები - აი, ყველაფერი ის, რაც ხდის გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტს ფასეულს და კონკურენტუნარიანს საქართველოს მასშტაბით.

ბედნიერი ვარ, რომ ოთხი წლის განმავლობაში ვიყავი ამ უნივერსიტეტის ბაკალავრიატის წარჩინებული სტუდენტი, გურამ თავართქილაძის სახელობითი სტიპენდიანტი და ჩემი პირველი სამსახურიც ჩემი უნივერსიტეტის დახმარებით დავიწყე. 

ახალი ამბები

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები უნივერსიტეტს სტუმრობდნენ

3 დეკემბერი 2013
დღეს, 2013 წლის 3 დეკემბერს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტს საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე მერაბ გაბინაშვილი და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე თამარ ალანია სტუმრობდნენ.
თავდაპირველად სტუმრებმა უმაღლესი სასწავლებლის შენობა, ბიბლიოთეკა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, სასწავლო ლაბორატორიები დაათვალიერეს და უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ გიორგი მათიაშვილს შეხვდნენ.
შეხვედრაზე ისაუბრეს გეგმებსა და თანამშრომლობის იმ ფორმებზე, რომელიც შეიძლება დაინერგოს მომავალში და საინტერესო და მიმზიდველი აღმოჩნდეს ორივე მხარისათვის.
შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობისათვის პირველი ნაბიჯიც გადაიდგა და დაიგეგმა, რომ მიმდინარე წლის 17 დეკემბერს სტუმრები გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის პირველ საჯარო ლექციას წაიკითხავენ.