ახალი ამბები

ირმა ხურცია: პოზიტიური ფსიქოლოგია ადამიანის სამსახურში

12 ოქტომბერი 2021

დღეს, 2021 წლის 12 ოქტომბერს, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ინიციატივით, კიდევ ერთი ონლაინ საჯარო ლექცია ჩატარდა.

ლექციის თემა იყო „პოზიტიური ფსიქოლოგია ადამიანის სამსახურში“.

საჯარო ლექციას უძღვებოდა ირმა ხურცია - სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, ფსიქოლოგი; საპატრიარქოს რადიო ,,ივერიის” ჟურნალისტი - ავტორი და წამყვანი გადაცემის „ფსიქოლოგია ყველასათვის“.

სპიკერმა ისაუბრა ისეთ მნიშვნელოვან თემებზე როგორიცაა:

  • ადამიანის სწრაფვა ბედნიერებისკენ;
  • დასწავლილი უმწეობის მიზეზები;
  • ოპტიმიზმი, როგორც ფსიქოლოგიური კეთილდღეობის საფუძველი;
  • პოზიტიური თვითშეფასება და ეფექტიანი ფუნქციონირება.