ახალი ამბები

იორნ ვან რაი: ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი გზები

1 დეკემბერი 2020

დღეს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით ონლაინ საჯარო ლექცია ჩატარდა.

ლექციის სახელწოდება იყო ,,ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი გზები".

ლექციას უძღვებოდა ბატონი იორნ ვან რაი, გთსუ-ის საპატიო დოქტორი, ნიდერლანდების ეროვნული პოლიციის სადაზვერვო სამსახურის უფროსი გამომძიებელი.

ონლაინ საჯარო ლექციას ჰააგიდან, გთსუ-ის სპეციალური მოწვევით, ჩაერთო ბატონი გოგი გახარია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ევროპოლსა (ევროპის პოლიციის სამსახური) და ნიდერლანდების სამეფოში, რომელმაც მსმენელებს ტრეფიკინგსა და ორგანიზებული დანაშაულის მწვავე პრობლემაზე თავისი მოსაზრებები, ცოდნა და გამოცდილება გაუზიარა.