კურსდამთავრებულები და მეგობრები

 მერაბ გაბუნია

მერაბ გაბუნია

შპს "პარკ ჰოტელი'' - დირექტორი


დავამთავრე თბილისის ეკონომიკიურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი, სადაც გავიარე ოთხ წლიანი პროფესიული კურსი, რამაც მომცა უდიდესი ცოდნა და სურვილი გამეგრძელებინა სწავლა, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში.

სამაგისტრო პროგრამის სწავლებისას, გავიარე ფინანსებისა და საბანკო საქმის კურსი, მივიღე მაგისტრის ხარისხი. აქ მიღებული განათლება და გამოცდილება წარმატებულად გამოვიყენე კარიერულ ცხოვრებაში. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ გურამ თავართქილაძეს და პროფესორ მასწავლებლებს რომ მომეცა საშუალება მესწავლა ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში და მინდა ვუსურვო ამჟამინდელ და მომავალ სტუდენტებს შეინარჩუნონ უნივერსიტეტის ტრადიციები და მიაღწიონ დასახულ მიზანს, წარმატებას!

ახალი ამბები

საინტერესო საუბარი იურიდიულ თემებზე

15 აპრილი 2013

2013 წლის 12 აპრილს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტს პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა და საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე სტუმრობდნენ.

თავდაპირველად სტუმრებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის შენობა, მატერიალურ–ტექნიკური ბაზა, შეხვდნენ სტუდენტებს და თავსი აზრი გამოთქვეს საქართველოში უკვე განხორციელებულ თუ მიმდინარე სამართლებრივ რეფორმებზე.

შეხვედრა იმითაც იყო საინტერესო, რომ საკონფერენციო დარბაზში სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებიც იმყოფებოდნენ და შეხვედრის ფორმატიც დიალოგის რეჟიმში წარიმართა.

კახა კუკავა, თავის გამოსვლაში, შეეხო საკონსტიტუციო სფეროში მიმდინარე რეფორმებს, თავის აზრი გამოთქვა შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებზე. ისაუბრა რეგიონული და უმცირესობების ენების ქარტიის თაობაზე, ადმინისტრაციულ თუ საგადასახადო ჯარიმებზე, ასევე სახელმწიფოს მხრიდან ტრადიციული ფასეულობების დაცვისათვის გასატარებელი აუცილებელი ღონისძიებების თაობაზე და ა.შ.

შეხვედრის დასასრულს სტუმრებმა სტუდენტთა შეკითხვებს უპასუხეს.