ახალი ამბები

სტუდენტებს შორის ინტელექტუალები გამოვლინდნენ

30 ნოემბერი 2017

2017 წლის 29 ნოემბერს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში სტუდენტებს შორის ინტელექტუქლური თამაში „რა?“, „სად?“, „როდის?“ გაიმართა.

თამაშში სულ რვა გუნდი იღებდა მონაწილეობას.

გუნდებს შორის პაექრობა საინტერესოდ წარიმართა და სტუდენტებმაც შესაბამისი ცოდნის დონეც აჩვენეს.

ინტელექტუალური თამაშის გამარჯვებულად გუნდი „მოცარტი“ (ანი ტამრაძე, ქეთი ხურცილავა, ლალი ჯგერენაია, გიორგი ცუცქირიძე, გიორგი ლაგურაშვილი) დასახელდა.

გამარჯვებული გუნდის წევრებს გარდამავალი თასი და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.