ახალი ამბები

ინნ ჯგუფთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

4 მაისი 2022

გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტსა და ინნ ჯგუფს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის ფარგლებში უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის ტურიზმის პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები პროფესიული პრაქტიკის გავლას შეძლებენ ინნ ჯგუფის სასტუმროებში.

მემორანდუმი ითვალისწინებს უფასო კონსულტაციების, ერთობლივი ტრენინგ-კურსებისა და კონფერენციების როგორც ორგანიზებას, ასევე ფორუმებში მონაწილეობას.