ახალი ამბები

ინჰოლანდის უნივერსიტეტში გთუნის პროფესორების სალექციო კურსები მიმდინარეობს

22 მაისი 2019

2019 წლის 20 მაისს ინჰოლანდის უნივერსიტეტში (ნიდერლანდების სამეფო) Erasmus+ KA 107 პედაგოგთა მობილობის პროექტის ფარგლებში, გთუნის პრორექტორის, პროფესორ მაია უკლებასა და საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსის, პროფესორ ინგა დიაკონიძის სალექციო კურსები დაიწყო.

ამჯერად ქართველი პროფესორების სალექციო კურსების მსმენელები როტერდამის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის კრეატიული ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტები იქნებიან.

სალექციო კურსები 24 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.