ახალი ამბები

ინჰოლანდის უნივერსიტეტის სტუდენტები გთუნის სტუმრობდნენ

11 მაისი 2018

დღეს, 2018 წლის 11 მაისს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტს ინჰოლანდის უნივერსიტეტის (ნიდერლანდების სამეფო) სტუდენტები სტუმრობდნენ.

ნიდერლანდელ სტუდენტებს ქართველმა თანატოლებმა უმასპინძლეს.

გთუნის სტუდენტებმა სტუმრებს დაათვალიერებინეს უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, სასწავლო აუდიტორიები, გაცვალეს ინფორმაციები, გაუზიარეს ერთმანეთს შთაბეჭდილებები და ორ პარტნიორ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი და იდეებიც დააფიქსირეს.