ახალი ამბები

ინგოლშტატის უნივერსიტეტის მაგისტრანტები თავიანთ თანატოლებს შეხვდნენ

14 ივნისი 2019

მიმდინარე წლის 5 მარტიდან გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში ინგოლშტატის (გერმანია) კათოლიკური უნივერსიტეტის ტურიზმის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის ორი სტუდენტი გადის სასწავლო კურსს.

გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტსა და ინგოლშტატის კათოლიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გასული წლის თებერვლის თვეში გაფორმდა.

მემორანდუმი ითვალისწინებს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლას, ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელებას, ერთობლივი სამეცნიერო და აკადემიური კონფერენციებისა და საზაფხულო სკოლების ორგანიზებას.

ამ დღეებში გერმანელი სტუდენტები თავიანთ თანატოლებს შეხვდნენ და საკუთარი უნივერსიტეტის შესახებ ესაუბრნენ.

იხილეთ ფოტოგალერეა...