ახალი ამბები

ინგლისურენოვანი სახელმძღვანელოები ვიშეგრადის ფონდისაგან

14 სექტემბერი 2015

გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის სასწავლო გრანტის (N6145003512) მფლობელია.

სასწავლო გრანტი, საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში, სალექციო კურსის განხორციელებას ითვალისწინებს.

სალექციო კურსის სახელწოდებაა „ევროპული ინტეგრაცია ცენტრალურ ევროპაში-ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილება“.

ამ დღეებში გურამ თავართილაძის სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტს ვიშეგრადის ფონდმა სალექციო კურსის განსახორციელებლად ახალი ინგლისურენოვანი სახელმძღვანელოები გადასცა.