ახალი ამბები

ინფორმაციული შეხვედრა და საქმიანი წინადადებები სტუდენტებისათვის

19 აპრილი 2019

დღეს, 19 აპრილს, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები სადაზღვევო კომპანიის „ირაო-ვენის სადაზღვევო ჯგუფ“-ის გაყიდვების HR ბიზნეს პარტნიორ გიგა ჭანტურიას შეხვდნენ.

შეხვედრის დროს გიგა ჭანტურიამ სტუდენტებს მიაწოდა ინფორმაცია სადაზღვევო ბიზნესში კარიერის მართვისა და კომპანიის საქმიანობის თაობაზე.

სტუმარმა ასევე ყურადღება გაამახვილა კომპანიაში არსებულ ვაკანტურ პოზიციებზე და მეტი აქტივობისაკენ მოუწოდა შეხვედრის მონაწილეებს.

შეხვედრის ფორმატი ითვალისწინებდა მონაწილეების აქტიურ ჩართულობას.

სტუმარმა უპასუხა სტუდენტების შეკითხვებს.


იხილეთ ფოტოგალერეა...