ახალი ამბები

IMPERIAL ENGLISH ACADEMY-ს წარმომადგენლები უკვე საქართველოში არიან

27 იანვარი 2020

დღეს, 2020 წლის 27 იანვარს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი დიდი ბრიტანეთის ენის აკადემიის - IMPERIAL ENGLISH ACADEMY, UK -ის წარმომადგენლებს მასპინძლობს.

ვიზიტის ფარგლებში ენის ექსპერტი დიდი ბრიტანეთიდან ალისონ ბრინი ჩაატარებს ტრენინგს, რომელიც განკუთვნილია ინგლისური ენის პედაგოგებისათვის.

ტრენინგის ფორმატი (ელექტრონული აპლიკაციების გამოყენებით) სრულად ეხმიანება თანამედროვე გამოწვევას - მოხდეს სწავლების მაქსიმალური დიჯიტალიზაცია.

ბრიტანულ TESOL ტრენინგში მონაწილეობენ როგორც გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ინგლისური ენის პედაგოგები, ასევე მოწვეული სტუმრები საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებიდან.

ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ TESOL-ის სერტიფიკატები.

შეგახსენებთ, რომ გთუნი, ბრიტანული ენის აკადემია - IMPERIAL ENGLISH ACADEMY, UK-თან თანამშრომლობის ფარგლებში, 2020 წლის თებერვლიდან იწყებს ინგლისური ენის სწავლების კურსებს.

ბრიტანეთის ენის აკადემიის წარმომადგენლები საქართველოში 31 იანვრის ჩათვლით დარჩებიან.

დამატებითი ინფორმაცია ინგლისური ენის კურსების თაობაზე იხილეთ:

http://www.gttu.edu.ge/ge/news/gtunis-eqskluziuri-shetavazeba-inglisuri-enis-shestsavlis-msurveltatvis/1902?fbclid=IwAR0w_Kgkr34-5fwkeWml4kxvNHmIq9wQM3juRcuyxWrLGFvtW0ITq5ctQk8

ან დაგვიკავშირდით

ინგა დიაკონიძე

ტელ: +995 5(77) 18 77 88;

ელ.ფოსტა: inga.diakonidze@gttu.edu.ge

inga@imperial-english.co.uk