ახალი ამბები

იმიტირებული სასამართლო პროცესი GTUNI-ს სტუდენტების მონაწილეობით

11 მაისი 2023

დღეს, 2023 წლის 11 მაისს, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩატარდა. პროცესში ჩართულნი იყვნენ GTUNI-ში მოქმედი საბაკალავრო პროგრამების სტუდენტები.

პროცესის მხარეებს წარმოადგენდნენ სამართლის სკოლის სტუდენტები, ნაფიცი მსაჯულების - ფსიქოლოგიის პროგრამის სტუდენტები, ხოლო იმიტირებული სასამართლო პროცესი გააშუქეს ჟურნალისტიკის პროგრამის სტუდენტებმა.

იმიტირებული სასამართლო პროცესები შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს, თავად იყვნენ პროკურორები, ადვოკატები, მოსამართლეები, ნაფიცი მსაჯულები, მანდატურები და თვით ბრალდებულებიც კი.

მსგავსი ხასიათის აქტივობები ეხმარება სტუდენტებს პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისა და განვითარების საქმეში; რეალურ პროცესზე მოხვედრამდე არსებული კომპლექსებისა თუ შიშების დაძლევაში და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იმ ამპლუისა თუ როლის გათავისებაში, რომლის შესრულებაც მოუწევთ მომავალში.

პროცესის ბოლოს ნაფიცმა მსაჯულებმა გამამართლებელი ვერდიქტი გამოიტანეს.


იხილეთ ფოტოგალერეა...