ახალი ამბები

იმიტირებული სასამართლო პროცესი აბიტურიენტებისთვის

14 მაისი 2023

დღეს, 2023 წლის 14 მაისს, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში, სამართლის პროგრამის ფარგლებში, აბიტურიენტებისთვის სასერტიფიკატო WORKSHOP გაიმართა.

WORKSHOP-ზე აბიტურიენტებმა მონაწილეობა მიიღეს იმიტირებულ სასამართლო პროცესში; საგამოძიებო მოქმედებებში; რეალური ქეისის განხილვასა და კრიმინალისტიკის ლაბორატორიის აქტივობებში - დაათვალიერეს დანაშაულის ადგილი, აიღეს ანაბეჭდები და ა.შ.

WORKSHOP-ის თეორიული და პრაქტიკული ნაწილის დასრულების შემდეგ იმიტირებული სასამართლო პროცესის ორგანიზატორებმა მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს.


იხილეთ ფოტოგალერეა...