ახალი ამბები

იმიტირებული საგამოძიებო მოქმედებები უფროსკლასელების შესრულებით

9 ივლისი 2021
ამ დღეებში გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში სამართლის სპეციალობით დაინტერესებული ახალგაზრდები, მენტორებთან ერთად, საგამოძიებო მოქმედებებით არიან დაკავებულნი.

უფროსკლასელები სასამართლო პროცესისთვის ემზადებიან, აგროვებენ მტკიცებილებებს და კრიმინალისტის როლსაც ირგებენ.

პროექტის მონაწილეთა თითოეულ მოქმედებას თვალყურს ადევნებს დავით ჩაგუნავა - გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტის კრიმინალისტიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, დამოუკიდებელი ექსპერტ-კრიმინალისტი, რომელიც კონკრეტულ მითითებებსა და რჩევა-დარიგებბს აძლევს ახალგაზრდებს.

ჩვენთან ერთად თვალი ადევნეთ პროცესს ,,გამოძიებიდან - სასამართლომდე".

ხსენებული აქტივობა მოსწავლეთა პროფესიული ორიენტაციის გაღრმავებას ემსახურება.