ახალი ამბები

იმიტირებული საექსპერტო კრიმინალისტიკური მოქმედებები და სასამართლო პროცესი

26 სექტემბერი 2019

დღეს, 26 სექტემბერს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტმა „მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2019“ ფარგლებში ინსცენირებულ იმიტირებულ საექსპერტო კრიმინალისტიკურ მოქმედებებსა და სასამართლო პროცესზე დამსწრე 190-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა.

იმიტირებულ საექსპერტო კრიმინალისტიკურ მოქმედებებსა და სასამართლო პროცესში გთუნის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები იღებდნენ მონაწილეობას.

დასასრულს ღონისძიების ყველა მონაწილესა და სტუმარს სერტიფიკატები გადაეცა.