კურსდამთავრებულები და მეგობრები

მარიამ კუტალია

მარიამ კუტალია

საქართველოს სასჯელაღსრულების და  პრობაციის სამინისტრო

გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი - ადგილი, სადაც გავიზარდე პროფესიული თვალსაზრისით და ჩამოვყალიბდი დამოუკიდებელ პიროვნებად. უნივერსიტეტი, სადაც პირველივე დღიდან თავს ისე ვგრძნობდი, როგორც ოჯახში. აკადემიური პერსონალის, რექტორატისა და თითოეული თანამშრომლის თბილი დამოკიდებულება სტუდენტების მიმართ, კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა, მაღალი დონის განათლების მიღების საშუალება, პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლება, საერთაშორისო პროგრამების ფარგლებში ჩატარებული ლექცია-სემინარები - აი, ყველაფერი ის, რაც ხდის გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტს ფასეულს და კონკურენტუნარიანს საქართველოს მასშტაბით.

ბედნიერი ვარ, რომ ოთხი წლის განმავლობაში ვიყავი ამ უნივერსიტეტის ბაკალავრიატის წარჩინებული სტუდენტი, გურამ თავართქილაძის სახელობითი სტიპენდიანტი და ჩემი პირველი სამსახურიც ჩემი უნივერსიტეტის დახმარებით დავიწყე. 

ახალი ამბები

იდეების ფესტივალი - 2013: გამარჯვებული გამოვლინდა

29 აპრილი 2013


2013 წლის 29 აპრილს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში რეკლამების კონკურსის „იდეების ფესტივალი –2013“ მეორე ტური ჩატარდა.

მეორე ტურში სამი გუნდი იყო წარმოდგენილი: „Simple Solution“; „ალპინისტები“ და „Ad Generation“.

ამ ტურში კონკურსანტებს ჟიურის მიერ მიცემული საშინაო დავალება – კომპანიების „გარდენიესა“ და „მზის სისტემების“ სარეკლამო რგოლები უნდა წარმოედგინათ. პარალელურად კი გუნდებს ადგილზევე, 20 წუთის განმავლობაში, კონკურსის ჟიურის მიერ ექსპრომტად დასახელებული „ხმოვანი გაზქურისა“ და ფრაზის „ქირავდება ფართის“ სარეკლამო რგოლის სცენარი უნდა მოეფიქრებინათ.


კონკურსანტები რამდენიმე კრიტერიუმით ფასდებოდნენ: კრეატიულობა, შემოქმედებითობა, დრო, ვიზუალური მხარე და პრეზენტაბელურობა.

კონკურსი საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა და გამარჯვებაც ღირსეულმა დაიმსახურა.

ჟიურის გადაწყვეტილებით, პირველი ადგილი „Simple Solution“ (96 ქულა); მეორე ადგილი – „ალპინისტებმა“ (89 ქულა), ხოლო მესამე საპრიზო ადგილი „Ad Generation“ (78 ქულა) დაიკავა.

გამარჯვებულ გუნდს ოთო დევაძე, ლიკა ბაკურაძე, ნათია ზარნაძე, ირაკლი ცოფურაშვილი და გიორგი სიმონიშვილი წარმოადგენდნენ.