ახალი ამბები

HRPA • Georgia-ს პირველი მასშტაბური ღონისძიება HR პროფესიონალი და აღმასრულებელი დირექტორებისთვის

19 ოქტომბერი 2022

2022 წლის 19 ოქტომბერს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის კანცლერი, ქალბატონი ელი ელისაშვილი და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, ქალბატონი ლალი ბალახაძე მიწვეულები იყვნენ HRPA• Georgia-ს პირველ მასშტაბურ ღონისძიებაზე.

GTUNI-თვის საამაყო ფაქტია, რომ უნივერსიტეტი დაჯილდოვდა სერტიფიკატით HR გუნდის განვითარებაზე განსაკუთრებული ზრუნვისთვის.

ღონისძიებას საქართველოში მოქმედი ქართული და უცხოური კომპანიების 200-ზე მეტი HR პროფესიონალი და აღმასრულებელი დირექტორი ესწრებოდა.


იხილეთ ფოტოგალერეა...