ახალი ამბები

საპატიო დოქტორმა ლექციების კურსი დაასრულა

11 მაისი 2012

გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორმა, ჰოლანდიელმა პროფესორმა, ჩერეკ ბუსტრამ ლექციათა სრული კურსი „მცირე და საშუალო ბიზნესი სტრატეგიულ მენეჯმენტში“ დაასრულა.

ლექციების კურსი გასული წლის ოქტომბრის თვეში დაიწყო და მიმდინარე თვის 11 მაისს დასრულდა.

სასწავლო კურსი ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის თოთხმეტმა სტუდენტმა გაიარა და, შესაბამისად, დასკვნითი გამოცდაც წარმატებით ჩააბარა.

საზეიმო ცერემონიალზე უნივერსიტეტის საპატიო დოქტორმა სასწავლო კურსში მონაწილე ყველა სტუდენტს ინჰოლანდის უნივერსიტეტის სერტიფიკატი გადასცა.

სერტიფიკატით დაჯილდოებულ სტუდენტებს შორის კი ჰოლანდიელი სპეციალისტის განსაკუთრებული მოწონება ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის სტუდენტებმა სოფო ქუშაშვილმა და ნინო კერესელიძემ დაიმსახურეს.

სერტიფიკატების გადაცემას გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი მათიაშვილი, რექტორის მოადგილე, პროფესორი მაია უკლება და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გელა ალადაშვილი ესწრებოდნენ.