ახალი ამბები

ჰონგ კონგის ტელევიზიის წარმომადგენლები უნივერსიტეტს სტუმრობდნენ

27 სექტემბერი 2021

დღეს, 27 სექტემბერს, ტურიზმის საერთაშორისო დღეს, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტს ჰონგ კონგის ტელევიზიის წარმომადგენლები ეწვივნენ.

უნივერსიტეტის სტუდენტებს მიეცათ საშუალება პირადად შეხვედროდნენ ტელევიზიის წარმომადგენლებს, გაცნობოდნენ მათი მუშაობის სპეციფიკას და ჰონგ კონგის ტელევიზიის ტურისტული შოუს უშუალო მონაწილენიც გამხდარიყვნენ.

უნივერსიტეტში ჰონგ კონგის ტელევიზიის ტურისტული შოუს წარმომადგენელთა სტუმრობა განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ტურიზმის სპეციალობის სტუდენტებისთვის, რამეთუ უცხოელებთან ასეთი ტიპის ურთიერთობები, უთუოდ, წაადგებათ ტურისტული მარშრუტებისა თუ ტურების ეფექტურად შედგენა-განხორციელების საქმეში.