ახალი ამბები

ჰონგ-კონგელი მსახიობები საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტში

11 დეკემბერი 2023

GIU-ს სტუდენტები HONG-KONG-ის სატელევიზიო სერიალში ცნობილ ჰონგ-კონგელ მსახიობებთან ერთად მონაწილეობენ, რომლის ჩვენებაც ჩინეთის ტელევიზიის წამყვან არხზე, ViuTV-ზე შედგება..

სერიალის გადაღება საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით მიმდინარეობს.

გადაღებები მიმდინარეობდა მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტშიც. გაშუქდა საქართველოს კულტურული, ისტორიული და ტურისტული ღირსშესანიშნაობები მათი პოპულარიზაციის მიზნით.

სტუდენტები შეხვდნენ HONG-KONG -ის ტელევიზიის წარმომადგენლებს და აქტიურად იყვნენ ჩართულნი ჰონგ-კონგის ტელევიზიის ტურისტული შოუს გადაღებებში. აღნიშნული პროექტი საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტში უკვე მეორე წელია რაც წარმატებით მიმდინარეობს და ამჟამად სატელევიზიო გუნდი სერიალის მეორე სეზონზე მუშაობს.

აღსანიშნავია, რომ GIU ერთადერთი უნივერსიტეტია საქართველოში, რომელიც ამ მნიშვნელოვან პროექტში იღებს მონაწილეობას.

იხილეთ ფოტოგალერეა...