ახალი ამბები

გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტსა და საზოგადოებრივ მაუწყებელს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

28 აპრილი 2021

გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტსა და საზოგადოებრივ მაუწყებელს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

საზოგადოებრივი მაუწყებელი საგანმანათლებლო დაწესებულებებთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მედიის მიმართულების სტუდენტებს პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას სთავაზობს, რაც კურსდამთავრებულებს მიღებული თეორიული ცოდნის გამოყენების საშუალებას მისცემს.

„ჩვენთვის, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის, მნიშვნელოვანია თანამშრომლობა იმ საგანმანათლებლო ინსტიტუტებთან, რომლებიც ჟურნალისტებს ამზადებენ, რადგან აკადემიური სფეროდან პრაქტიკაში გადანაცვლება გარკვეული უნარების განვითარებას მოითხოვს. სწორედ ამ შესაძლებლობას სთავაზობს პირველი არხი სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს. ასევე, რაც მთავარია, პირველი არხისა და ევროპის მაუწყებელთა კავშირის მიერ დაფუძნებული EBU-ს რეგიონული აკადემიის ბაზაზე ჩატარებული ტრენინგები და სემინარები ხელმისაწვდომი იქნება ჩვენი პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის“ – განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა.

იხილეთ ფოტოგალერეა...