ახალი ამბები

გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტი TEMPUS პროექტის შემაჯამებელი შეხვედრის მონაწილეებს მასპინძლობდა

11 სექტემბერი 2017

2017 წლის 11 სექტემბერს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი TEMPUS-ის პროექტ „ კომპეტენციის ცენტრების ქსელი შავი ზღვის რეგიონის საკრუიზო ტურიზმის განვითარებისათვის“ მონაწილე ჯგუფის წევრების შემაჯამებელ შეხვედრას მასპინძლობდა.

აღნიშნული პროექტი უნივერსიტეტში 2013 წლიდან მიმდინარეობს.

დღევანდელი შეხვედრა პროექტის ფარგლებში გაწეული სამუშაოების ერთგვარ შეჯამებას, უნივერსიტეტში დაფუძნებული ტრენინგისა და კონსალტინგის ცენტრის პრეზენტაციასა და ტრენინგ კურსების და საკონსულტაციო საკითხების თემების პრეზენტაციას გულისხმობდა.

ბანსკა ბისტრიცას უნივერსიტეტის (სლოვაკეთი) პროფესორებმა იანა კუჩეროვამ და ლუდმილა ელექსოვამ სტუდენტებისათვის სალექციო კურსი „როგორ შევქმნათ ტურიზმის ბიზნესის წარმატებული გეგმა“ წაიკითხეს.

პროექტის შემაჯამებელ შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ დოქტორი ვიაჩესლავ ნიკიტინი - პროექტის კოორდინატორი, პადერბორნის უნივერსიტეტი, გერმანია; პროფესორი იანა კუჩეროვა - ბანსკა ბისტრიცას უნივერსიტეტი, სლოვენია; პროფესორი ლუდმილა ელექსოვა - ბანსკა ბისტრიცას უნივერსიტეტი; დოქტორი გვიდო კაუფმანი - კაუფმან კონსალტინგის ხელმძღვანელი; ჯულია დივივი - კაუფმან კონსალტინგის წარმომადგენელი; პროფესორი ვოლფგანგ ფუქსი - ბადენ ვიურთენბერგის უნივერსიტეტი, გერმანია; პროფესორი ალექსის პაპატანასისი - ბრემენჰაფენის უნივერსიტეტი, გერმანია; პროფესორი კაი ჰავეკოსტი - ბრემენჰაფენის უნივერსიტეტი, გერმანია; პროფესორი ფილიპ კორადინი - EURAC, იტალია.

იხილეთ ფოტოგალერეა...