პროექტი მიზნად ისახავს შავი ზღვის რეგიონში საკრუიზო ტურიზმის განვითარებისათვის კომპეტენციის ცენტრების ქსელის შექმნას.
კურსდამთავრებულები და მეგობრები

ელენე მარგალიტაშვილი
მთავარი არხის დილის გადაცემა ,,შენი დილა” - ჟურნალისტი
გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი საუკეთესო არჩევანია, რაც ცხოვრებაში გამიკეთებია!
ეს არის ადგილი, სადაც გამჩნევენ; ადგილი, სადაც უკეთესი ადამიანი ხდები; ადგილი, რომელიც თავიდან თითქოს შორი, შემდეგ კი ყველაზე ახლობელია.
სადაც არ უნდა ვისწავლო, რომელი უნივერსიტეტის სახელიც არ უნდა შეემატოს ჩემს ბიოგრაფიას, ყოველთვის, როდესაც კითხვას დამისვამენ, ყველაზე დიდი სიამაყით, სითბოთი და სიყვარულით ვუპასუხებ, რომ მე გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ვსწავლობდი!
ახალი ამბები
გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი TEMPUS-ის პროექტში
გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი მონაწილეობს ევროკომისიის ფარგლებში დაფინანსებული TEMPUS-ის გამარჯვებულ პროექტში „Network of competence centres for the development of cruise tourism in the Black sea region (Georgien und Ukraine) –TEMPUS-JPHES“.
პროექტი მიზნად ისახავს შავი ზღვის რეგიონში (საქართველო და უკრაინა) საკრუიზო ტურიზმის განვითარებისათვის კომპეტენციის ცენტრების ქსელის შექმნას.
ქალაქ ოდესაში გამართულ პირველ საკოორდინაციო სემინარში გერმანელ, ბულგარელ, იტალიელ, რუმინელ, სლოვაკ და უკრაინელ კოლეგებთან ერთად, მონაწილეობას იღებდნენ გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი მათიაშვილი, უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, პროფესორი მაია უკლება და უნივერსიტეტის პროფესორი ნიკო კვარაცხელია.
საკოორდინაციო შეხვედრაზე განიხილეს პროექტის სამუშაო პაკეტები, მისაღწევი შედეგები და ეტაპები.
მომდევნო შეხვედრა, რომელიც მთლიანად კომპეტენციის ცენტრების ქსელი შექმნის კონცეფციის განხილვას დაეთმობა, გერმანიაში, მიმდინარე წლის ივნისის თვეში იგეგმება.
იხილეთ ფოტო გალერეა . . .