ახალი ამბები

გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობდა

19 თებერვალი 2016

2016 წლის 18-19 თებერვალს საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“ უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლისა და სტუდენტური სერვისების მე-6 საერთაშორისო გამოფენას მასპინძლობდა.

გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტმა ხსენებულ გამოფენაში უკვე მეექვსედ მიიღო მონაწილეობა და დამთვალიერებლებს განახლებული საგანმანათლელო პროგრამები, მათთვის საინტერესო სტუდენტური სერვისები, ხოლო აბიტურიენტებს ახალი შეთავაზებების პაკეტი წარუდგინა.

საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობას იღებდნენ უნივერსიტეტის სტუდენტები და აკადემიური პერსონალი.

მიმდინარე წელს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტმა „საუკეთესო სტენდის დიზაინისათვის“ გამოფენის ორგანიზატორებისაგან სერტიფიკატი დაიმსახურა.