ახალი ამბები

გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი: კიდევ ერთი აღიარება

29 მარტი 2017

2017 წლის 24 მარტს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის ბიზნესის მართვის კათედრის გამგე, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლალი ჩაგელიშვილი საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიის სხდომაზე საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად, აკადემიკოსად აირჩიეს.

გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი ულოცავს ქალბატონ ლალი ჩაგელიშვილს საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად, აკადემიკოსად არჩევას.