ახალი ამბები

გთუნიში უანგარო დონაციის დღე ჩატარდა

21 მარტი 2018

დღეს, 2018 წლის 21 მარტს, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობისა და ნაციონალური სისხლის ბანკის ინიციატივით, “გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე" აქციის ფარგლებში, უანგარო დონაციის დღე ჩატარდა.

აქციაში მონაწილეობა მიიღეს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, აკადემიურმა პერსონალმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა.

მსგავსი ხასიათის აქცია მომავალშიც იგეგმება.


იხილეთ ფოტოგალერეა...