ახალი ამბები

გთუნიში სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ჩატარდა

6 დეკემბერი 2019

გუშინ გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტის სტუდენტთა პირველი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ჩატარდა.

კონფერენციის სახელწოდება იყო „გლობალიზაცია და სამართალი“.

კონფერენცია რამდენიმე სექციად იყო დაყოფილი: საერთაშორისო სამართალი, სისხლის სამართალი და კერძო სამართალი.

კონფერენციაზე სტუდენტებმა საინტერესო ნაშრომები წარმოადგინეს და გარკვეულ თემებთან მიმართებაშიც საკუთარი პოზიცია და ხედვა შემოგვთავაზეს.

სამუშაო დღის დასრულების შემდეგ ნომინაციებში გამარჯვებულები დაასახელეს.

  • ეიმურაზ ხიდიშელი - „საუკეთესო ნაშრომი“;
  • გიორგი აბეწვაშვილი - „საუკეთესო პრეზენტაცია“;
  • რაკლი ტალიკაშვილი - „ორიგინალური კვლევა“;
  • ნინო აბჟანდაძე - „აქტუალური თემა“;
  • ნინო ბენიძე - „ნაშრომის პრაქტიკული მნიშვნელობა“.