ახალი ამბები

გთუნიში სტუდენტთა მეორე რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

18 მაისი 2022

2022 წლის 18 მაისს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის ორგანიზებით, ჩატარდა სტუდენტთა II რეგიონული კონფერენცია ,,COVID-19-ის გამოწვევები: პანდემია და სოციალური კეთილდღეობა“.

კონფერენციის მუშაობაში, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად, მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრიას ქართული უნივერსიტეტის, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს უნივერსიტეტის, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები.

კონფერენციის მონაწილეებმა ძალზედ საინტერესო თემები წარმოადგინეს. იყო ორიგინალური ნაშრომები, ინოვაციური ხედვები და, რაც მთავარია, საკუთარი მოსაზრებები და მიდგომები ამა თუ იმ თემისადმი.

კონფერენციის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.