ახალი ამბები

გთუნიში ნიდერლანდელი პროფესორების სალექციო კურსები მიმდინარეობს

10 აპრილი 2018

დღეს 2018 წლის 10 აპრილს Erasmus+ პროექტის ფარგლებში გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობით სალექციო კურსები დაიწყო.

ამჯერად სალექციო კურსებს ინჰოლანდის უნივერსიტეტის პროფესორები უძღვებიან.

სასწავლო კურსები ორი მიმართულებით წარიმართება:

  1. ფინანსური ბუღალტერია - ერვინ ტვინი, ინჰოლანდის უნივერსიტეტი (ნიდერლანდები);
  2. კრიმინოლოგიის კვლევის მეთოდები - პროფესორი ჯონ ვან რაი, ინჰოლანდის უნივერსიტეტი (ნიდერლანდები).


სალექციო კურსები ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს და 13 აპრილს დასრულდება.


იხილეთ ფოტოგალერეა...