ახალი ამბები

გთუნიში იურიდიული კლინიკა გაიხსნა

31 მაისი 2019

დღეს, 2019 წლის 31 მაისს, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში იურიდიული კლინიკა იხსნება.

კლინიკის მიზანია:

  • ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს გაუწიოს უფასო იურიდიული მომსახურება;
  • დაეხმაროს სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს მიღებული თეორიული ცოდნა გამოიყენონ პრაქტიკაში.

იურიდიული კლინიკის ტრენერ-ადვოკატები უფლებამოსილნი არიან:

  • სტუდენტებთან ერთად განახორციელონ სასამართლო წარმომადგენლობა და დაიცვან მოქალაქის ინტერესები სასამართლო, სახელმწიფო და თვითმმართველობით ორგანოებში;
  • კლინიკის ადვოკატები უსასყიდლოდ დაეხმარებიან მოქალაქეებს იურიდიული დოკუმენტაციის, სარჩელის, საჩივრის, განცხადებების შედგენა-მომზადებაში.